დრაკონები არა მხოლოდ მითიური არსებები, არამედ წარმოსახვის უშრეტი წყარო არიანო, წერია ანოტაციაში და მგონი ყველაზე კარგი შეჯამებაა ამ კრებულის.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვთა/გაპაპსავდა დრაკონთა სახე ძალიან სწორად და კარგად შერჩეული მოთხრობებია.

არ ვიცი ჯერ კიდევ ჰაულის ემოცია მაქვს თუ რაა, მაგრამ ამ კრებულში ყველაზე მეტად დიანა უინ ჯონსის მოთხრობა მომეწონა.

Luka Khatiashvili

ჯადოსნური წიგნი ჯადოსნური გამომცემლობისგან 🫶🏻 ჩემი ფავორიტი მოთხრობა, ალბათ, მაინც ლე გუინის არის, თუმცა ყველა მოთხრობა ისეთივე განსხვავებულია, როგორც დრაკონები ამ კრებულში 🐉🫶🏻

Book of Sand

ედიშერ ყიფიანის 'დროთა კავშირი' და შოთა გაგოშიძის 'სასჯელი მცდელობისთვის' მომეწონა განსაკუთრებით. სხვა მოთხრობების ბევრი მოტივი ჩამოჰგავს სამეცნიერო ფანტასტიკის თანამედროვე ფილმებს (ინტერსტელარი, გრავიტაცია, უკან მომავალში და ა.შ.). თურმე რამდენად უსწრებდნენ დროს ქართველი მწერლები <3
გადასარევი პროექტია!

ქეთევან ყანჩაშვილიმთარგმნელი

არ ვიცი ამდენი ხნით რატომ გადავდე ამ წიგნის კითხვა, მაგრამ თაროზე თუ გიდევთ და ვერ გადაწყვიტეთ წაიკითხოთ თუ არა - აუცილებლად წაიკითხეთ!!

ერთმანეთზე უკეთესი მოთხრობები და საოცარი ქართული ფანტასტიკა

Book of Sand